Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა გიგაური: ტენდენციის სახე აქვს კენჭისყრის ფარულობის დარღვევას


ეკა გიგაური
ეკა გიგაური

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, მეორე ტურის მიმდინარეობისას, 13:00 საათის ჩათვლით, გამოვლინდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 11 შემთხვევა: გურჯაანის საარჩევნო ოლქის #4, #15, #45 და #49 საარჩევნო უბნებზე; ახალქალაქის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანზე; ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #83, და #80 საარჩევნო უბნებზე; ნინოწმინდის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე; მარნეულის საარჩევნო ოლქის #52 საარჩევნო უბანზე და აბაშის საარჩევნო ოლქის #3 და #7 საარჩევნო უბნებზე.

„აქ ჩვენი მოქალაქეები გამოდიოდნენ კაბინებიდან და შემოხაზულ ბიულეტენებს ანახებდნენ ან კომისიის რომელიმე წევრს ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს, რაც ვფიქრობთ, რომ არის კენჭისყრის ფარულობის დარღვევა“, - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა. მისი თქმით, ამგვარმა ფაქტებმა ტენდენციის სახე მიიღო და მოქალაქეებმა ეს არ უნდა გააკეთონ.

XS
SM
MD
LG