პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ”ქართული ოცნების” მიერ ამომრჩევლის მოსყიდვას და მათთვის ფული გადახდას გამორიცხავს. ამის შესახებ ჩუგოშვილმა ბრიფინგზე განაცხადა:
"ეს არის გამორიცხული. ასეთი ფაქტი რომ ხდებოდეს, ვინც არ უნდა იყოს, იქნებოდა ძალიან მძიმე კანონდარღვევა და შესაბამის უწყებებს ექნებოდათ რეაგირება".
თამარ ჩუგოშვილმა, ასევე ისაუბრა საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების აქტივობაზე. ჩუგოშვილს ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ მეორე ტურისთვის უფრო მეტი ადამიანი დარეგისტრირდა, ვიდრე პირველ ტურში:
"არ გვაქვს მოლოდინი, რომ საზღვარგარეთ იქნება დაბალი აქტივობა."
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, რუსთავის 39-ე უბანზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არმომრჩეველმა მერი მამალაძემ ხელმეორედ სცადა ხმის მიცემა. ვიცე-სპიკერი გამოეხმაურა აბაშაში მომხდარსაც, სადაც ქართული ოცნების საკრებულოს წევრი ამომრჩეველს საარჩევნო ჯიხურში შეჰყვა. ჩუგოშვილის თქმით, ორივე ფაქტი კანონდარღვევაა და იქნება შესაბამისი რეაგირება.
"საერთო ჯამში არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში", - თქვა ჩუგოშვილმა.