Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშაძე: "ქართულმა ოცნებამ" საგანგაშო გარიგება დადო "ქურდულ სამყაროსთან"


გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ბოლომდე შეეკრა კრიმინალურ სამყაროს. „ტოტალური მოსყიდვის, ძალადობის, დაშინების მიუხედავად, ადამიანების ასეთი რაოდენობა მოვიდა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს დაუჭირა მხარი. დიდი მადლობა ხალხო, ძალიან მაგრები ხართ. მადლობა იმ შეუპოვარი ბრძოლისთვის, რომელიც ჩვენ გუშინ ვაჩვენეთ“ - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან იყო რამდენიმე კომპონენტისგან შემდგარი ძალადობა - ადამიანების მასობრივი მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის ნების გამოხატვაზე პირდაპირი ძალადობა და გაყალბება.

„ჩვენ გუშინ ვნახეთ ქართული ოცნება, რომელიც ბოლომდე შეეკრა კრიმინალურ სამყაროს, გვერდიგვერდ იდგნენ საჯარო მოხელეები და კრიმინალები საარჩევნო უბნებთან. ესაა ყველაზე საგანგაშო გარიგება, რომელიც „ქურდულ სამყაროსთან“ დადეს. მიუხედავად ამისა, იქ, სადაც ამ კომპონენტებმა ვერ იმუშავა, ანუ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ჩვენ მოვიგეთ“ - განაცხადა ვაშაძემ. მისივე თქმით, ავღანეთში გახსნილ საარჩევნო უბნებზე გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება მიუთითებს, რომ შეიარაღებული ძალებისთვის სალომე ზურაბიშვილი მიუღებელი კანდიდატია. გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, დღეს საღამოს ექვს საათზე, ფილარმონიაში დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრებენ, თუ როგორ აპირებენ უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG