უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო ნატოს სთხოვს აზოვის ზღვაში გემები გაგზავნოს უკრაინის დაცვაში დასახმარებლად, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმთან ახლოს უკრაინის სამი საბრძოლო გემი და მათი ეკიპაჟი დააკავა. გერმანულ გამოცემა "ბილდთან" ინტერვიუში პოროშენკო იმედს გამოთქვამს, რომ ევროპის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ აქტიურ ნაბიჯებს გადადგამენ, სანქციების გაზრდის და სამხედრო დაცვის ჩათვლით, რათა უკრაინას დაეხმარონ სიტყვიერი მხარდაჭერის გამოცხადების შემდეგ. "იმედი გვაქვს ნატოს ქვეყნები მზად არიან აზოვის ზღვაში გემები გაგზავნონ, რათა უკრაინას დაეხმარონ და უსაფრთხოება უზრუნველყონ" - ამბობს პოროშენკო. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თავს "რუსეთის იმპერატორად" აღიქვამს, უკრაინას კი რუსეთის "კოლონიად". პოროშენკოს თქმით, "ერთადერთი ენა, რომელიც რუსეთს ესმის, არის დასავლური სამყაროს სოლიდარობა. ... ჩვენ ვერ შევურიგდებით რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას. ჯერ ყირიმი იყო, შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინა, ახლა მას აზოვის ზღვაც სურს".