Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარნეულში საცხოვრებელ შენობაში აფეთქება მოხდა


29 ნოემბერს, დილით მარნეულში, რუსთაველის ქუჩის ხუთსართულიანი შენობის ერთ-ერთ ბინაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 35 წლის მამაკაცი დაშავდა. სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში გადაიყვანა.

"აფეთქება არ იყო ძლიერი, ამიტომ შენობას რაიმე სახის დაზიანება არ მიუღია, გარდა იმ ბინისა, სადაც, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა", - უთხრა რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესმდივანმა მიშა ფეიქრიშვილმა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, ასევე ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ინციდენტის მიზეზებს სწავლობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG