Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი არ თვლის რომ ახლა შესაძლებელია რუსეთთან თანამშრომლობაზე გადასვლა


საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ რუსულენოვან სამსახურს განუცხადა, რომ ახლა არ არის შესაბამისი დრო რუსეთთან თანამშრომლობისთვის: „ვიდრე რუსეთი იქცევა ისე, როგორც ახლა, იმის გათვალისწინებით, რაც ხდება საოკუპაციო ხაზზე, სადაც იტაცებენ ადამიანებს და ეს ხაზი ინაცვლებს ჩვენი ტერიტორიის სიღრმისკენ, სულ უფრო უახლოვდება თბილისს... იმის გათვალისხინებით, როგორც რუსეთი მოქმედებს უკრაინის მიმართ, არა მგონია, ეს ყველაფერი მიუთითებდეს, რომ ახლავე შეგვიძლია თანამშრომლობაზე გადასვლა“, - ასე ციტირებს "ბიბისის" რუსულენოვანი საიტი სალომე ზურაბიშვილს და წერს: "მან განაცხადა, რომ საქართველოს პროევროპული პოზიცია უკავია და იმ შემთხვევაში, თუკი მისი დასავლელი პარტნიორები ევროპისა და ამერიკის სახით დაიწყებენ დიალოგს რუსეთთან, რასაკვირველია, საქართველო გვერდზე არ დარჩება", - წერს რუსულენოვანი "ბიბისი".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG