ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის ყოფილმა მრჩეველმა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, მოჰამად ჰანიფ ათმარმა გამოაცხადა, რომ აპირებს 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ათმარი, რომელიც ერთ დროს ღანის მთავრობაში გავლენით, მეორე პირად მიიჩნეოდა, კენჭს იყრის თავის ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ გაისად, 20 აპრილის არჩევნებში. 50 წლის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მოულოდნელად დატოვა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში მრჩევლის თანამდებობა აგვისტოში და განაცხადა, რომ პრეზიდენტთან დიდი პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა აქვს, სხვათა შორის, თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკების თაობაზე. თებერვალში შესთავაზა ღანიმ უპირობო მოლაპარაკება თალიბანს, რომელიც 17 წელიწადია სისხლიან წინააღმდეგობას უწევს დასავლეთის მხარდაჭერით მოქმედ მთავრობას. ათმარმა, როცა თავისი გადაწყვეტილება გამოაცხადა, თქვა, რომ ის მიესალმება მოლაპარაკებას მეამბოხეებთან, მაგრამ არ დაუშვებს ავღანეთში „თალიბანის რეჟიმის დაბრუნებას“. ეთნიკური პუშტუნი, ათმარი, კომუნისტურ მთავრობაში დაზვერვის ოფიცერი იყო და ანტისაბჭოთა მოჯაჰედებს ებრძოდა 1980-იან წლებში. საარჩევნო კომისიამ 29 ნოემბერს გამოაცხადა, რომ არჩევნები აპრილში მოეწყობა. კანდიდატების რეგისტრაცია მოხდება 22დეკემბრიდან ორ იანვრამდე.
ყველაზე პოპულარული
1