Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის წარმომადგენელი: საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია, რომ ხალხი შეთანხმების გზით გაერთიანდეს


საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარტცელმა განაცხადა საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე, რომ აუცილებელია ამ არჩევნების მიღმა გავიხედოთ - საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია, რომ ხალხი შეთანხმების გზით გაერთიანდეს. ჟურნალისტებთან საუბრისას კარლ ჰარტცელმა იმ საკოორდინაციო შეხვედრაზე ისაუბრა, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნების ყველა ელჩი და აშშ–ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ესწრებოდა. ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ მათი შეხვედრა არჩევნებთან დაკავშირებით შედგა. ინტერპრესს მოჰყავს ელჩის განცხადებტის ფრაგმენტი: „შეშფოთებით აღვნიშნავთ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების და ამომრჩეველთა მიმართ არასათანადო ზეწოლის შემთხვევებს, რაც მეორე ტურში შესამჩნევი გახდა. ვწუხვართ საერთო ნეგატიური კამპანიის, მედიის მკვეთრი პოლარიზაციის და ანალიტიკური გაშუქების ნაკლებობის გამო, რამაც შეზღუდა საქართველოს მოსახლეობისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არჩევანის გაკეთების პროცესში“ - განაცხადა ჰარტცელმა. მისი თქმით, „მკაცრად ვგმობთ ძალადობის ყველა ფაქტს, ძალადობის მუქარას და სიძულვილის ენას საარჩევნო კამპანიის დროს, რაც დემოკრატიულ საზოგადოებას არ შეესაბამება. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ გასული კვირების მოვლენებზე დაყრდნობით დასკვნები გამოიტანონ. გამოძიება უნდა ჩატარდეს გამოვლენილი დარღვევებისა და ძალადობის ფაქტებზე. ის, რაც მოხდა, ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებულ ვალდებულებას სრულიად სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების თაობაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ინსტიტუციებს, გამოასწორონ ეუთოს დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზები, რათა სამომავლოდ საარჩევნო სტრუქტურა გაუმჯობესდეს“. ევროკავშირის წარმომადგენელი თვლის, რომაუცილებელია ამ არჩევნების მიღმა გახედვა, საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია, რომ ხალხი შეთანხმების გზით გაერთიანდეს, თვლის ჰარცელი და იხსენებს, რომ რაც ამ მოსახლეობას აერთიანებს, ბევრად უფრო ძლიერი და მძლავრია, ვიდრე ის, რაც მის გაყოფას ოდესმე შეძლებია. ევროკავშირი და აშშ, როგორც საქართველოს ძლიერი პარტნიორები და მეგობრები, მზად ვართ დახმარებისთვის და საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობების მეტად განვითარებისთვის. მაღალ ამბიციებს მაღალი სტანდარტები განაპირობებს“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. კარლ ჰარტცელს შეკითხვით მიმართეს ხელისუფლების მიერ მოსახლეობის ნაწილისთვის სესხების განულების საკითხზე. „რაც შეეხება სესხების ჩამოწერას, არის განცხადებები, რომ ეს არ შეესაბამება კონკრეტულ რეგულაციებს, თუმცა ვინაიდან ეს მიმდინარე პროცესია, ჩვენ მას ყურადღებით დავაკვირდებით, თუ რა ინტერპრეტაციას მისცემს მას სასამართლო.როდესაც საქმე ეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, დაშინების შემთხვევებს, აგრესიას, სიძულვილის ენას, ეს შეშფოთებას იწვევს. ამიტომაც საქართველომ წინსვლა რომ განაგრძოს, მნიშვნელოვანია ამ პრობლემების გამოძიება, რათა მომავალი არჩევნების დონე უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამებოდეს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG