არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში იხსნება „დიდი ოცეულის“ სახელმწიფოთა ლიდერების ორდღიანი სამიტი. დღის წესრიგის უმთავრესი საკითხებია უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის ესკალაცია ქერჩის სრუტეში რუსეთის მოქმედებების გამო, სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა და აშშ-ის „სავაჭრო ომი“ ევროკავშირის ქვეყნებსა და ჩინეთთან.
„დიდი ოცეულის“ ლიდერთა სამიტის ფარგლებში იგეგმებოდა აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, თუმცა, ქერჩის სრუტეში უკრაინულ სამხედრო გემებზე რუსი მესაზღვრეების შეიარაღებული თავდასხმის გამო, დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე უარი თქვა.