Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუს მართლმადიდებელ სასულიერო პირს კიევში "სიძულვილის გაღვივებაში" ადანაშაულებენ


უკრაინის უშიშროების სამსახური იუწყება, რომ მისმა წარმომადგენლებმა გაჩხრიკეს კიევის უდიდესი და უძველესი მონასტრის წინამძღოლის სახლი. ეს მონასტერი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილია. უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა, იგორ ჰუსკოვმა ჟურნალისტებს 30 ნოემბერს უთხრა, რომ მამა პავლო, რომელიც ხელმძღვანელობს პეჩერსკის მონასტერს, ეჭვმიტანილია "სიძულვილის გაღვივებაში". უკრაინაში ამჟამად სამი მართლმადიდებელი თემია, მათ შორის ორი გამოყოფილი ეკლესია. უკრაინის ეკლესია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი იყო, წელს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდა დამოუკიდებელ ინსტიტუტად ქცევის პერსპექტივას. კიევის საპატრიარქო მოსკოვს 1992 წელს გამოეყო, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ. მისი მისწრაფება, აღიარებულ იქნას თვითმმართველ, ან ავტოკეფალურ ინსტიტუტად გაძლიერდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2014 წელს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებს უჭერს მხარს. გასულ შაბათ-კვირის შემდეგ დაძაბულობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა უკრაინასა და რუსეთს შორის, რადგან რუსეთის სასაზღვრო დაცვამ ყირიმთან ცეცხლი გაუხსნა უკრაინის სამ საზღვაო ხომალდს და დააკავა მათი ეკიპაჟის წევრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG