Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა გიგაური: „სახელმწიფო ჩემი ელექტრონული ფოსტის გატეხას ცდილობს“


ეკა გიგაური, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი
ეკა გიგაური, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, გუგლისგან მიიღო შეტყობინება, რომ სახელმწიფო ცდილობს მისი ელექტრონული ფოსტის გატეხას.

„სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ დამიკავშირდნენ საგამოძიებო ორგანოები და ცდილობენ ამ ამბის გარკვევას. ამბობენ, რომ მათ ეს არ გაუკეთებიათ“, - წერს ეკა გიგაური სოციალურ ქსელში.

​გუგლმა მსგავსი შეტყობინებების დაგზავნის ფუნქცია 2018 წლის ზაფხულში შემოიღო, რათა მომხმარებლები მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ჰაკერული შეტევების თაობაზე გააფრთხილოს. შეტყობინება იგზავნება მაშინ, როდესაც გუგლში მიიჩნევენ, რომ მთავრობის მიერ მხარდაჭერილი თავმდამსხმელი სხვადასხვა მეთოდით (ე. წ. ფიშინგი, ვირუსი დ სხვ.) ცდილობს მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტასა ან კომპიუტერში შეღწევას. შეტყობინების მიღება თავისთავად არ ნიშნავს, რომ მომხმარებლის ანგარიში უკვე გატეხეს, ან ორგანიზაციაზე იყო ფართომასშტაბიანი შეტევა. შეტყობინების მიღების შემდეგ ქსელის ადმინისტრატორმა სისტემისა და ელექტრონული ფოსტის ანგარიშის უსაფრთხოება უნდა გაზარდოს.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის მიერ შეტანილი სარჩელი გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილის წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG