Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსთავი 2“: თბილისში სპეცოპერაციისას უკრაინის მოქალაქეები დააკავეს


გამთენიისას ლიხაურის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროსთან სპეცრაზმი და სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული და დაკავებულია უკრაინის 5 მოქალაქე - ამ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, დაკავებული პირები სასტუმრო "ალიანსში" 27 ნოემბერს დაბინავდნენ.

„ცნობილი ხდება, რომ თავდაპირველად თბილისში 3 მათგანი ჩამოვიდა, მოგვიანებით კი მათ კიდევ 2 პირი შეუერთდა. დაკავებულთა შორის, სავარაუდოდ, დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედრო ლუკა ჩხეტიაც არის, რომელიც თბილისში დღეს გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა“, - იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

სასტუმროს თანამშრომლებზე დაყრდნობით, ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 5 პირს უკრაინული პასპორტები ჰქონდა. რადიო თავისუფლება ცდილობს ინფორმაციის დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, თუმცა უწყება ამ დრომდე კომენტარს არ ავრცელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG