Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბელინგკეტი“: რუსეთმა საერთაშორისო წყლებში გაუხსნა ცეცხლი უკრაინის ხომალდებს


2018 წლის 1 დეკემბერი: უკრაინა, ქერჩის სრუტე
2018 წლის 1 დეკემბერი: უკრაინა, ქერჩის სრუტე

საგამოძიებო ჯგუფ „ბელინგკეტის“ მონაცემებით, ქერჩის სრუტეში 25 ნოემბრის ინციდენტის დროს, როცა რუსეთის სასაზღვრო სამსახურის გემებმა უკრაინის ხომალდებს შეუტიეს, რუსეთმა ცეცხლი გახსნა საერთაშორისო წყლებში.

საგამოძიებო ჯგუფი ასეთ დასკვნამდე მივიდა ქერჩის სრუტესთან კონფლიქტის ამსახველი, საჯაროდ ხელმისაწვდომი ფოტო- და ვიდეომასალის შესწავლის საფუძველზე.

ჯგუფი აღნიშნავს, რომ უკრაინის კატარღა „ბერდიანსკი“ ყირიმის ნაპირიდან 22,7 კილომეტრში და რუსეთის მიერ თავის ტერიტორიულ წყლებად გამოცხადებული ადგილიდან, დაახლოებით, 500 მეტრში იმყოფებოდა. ამავე დროს, „ბელინგკეტი“ ვარაუდობს, რომ უკრაინის ხომალდები რაღაც მომენტში ასევე იყვნენ შესული რუსეთის მიერ თავისად გამოცხადებულ ტერიტორიულ წყლებში ანექსირებულ ყირიმთან და რუსეთის წყლებში ქერჩის სრუტესთან.

უკრაინა ამტკიცებს, რომ მის ხომალდებს აქვთ უფლება, შეუფერხებლად გაიარონ ქერჩის სრუტე რუსეთთან 2003 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე.

XS
SM
MD
LG