Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოქროს ბურთი“ ლუკა მოდრიჩმა მიიღო


ლუკა მოდრიჩს 2018 წლის „ოქროს ბურთი" გადაეცა. მადრიდის რეალის ხორვატი ნახევარმცველი „ფრანს ფუტბოლის“ ამ პრესტიჟულ ჯილდოს კარიერაში პირველად დაეუფლა. მან დაასრულა კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის ათწლიანი ჰეგემონია.

მოდრიჩმა მიმდინარე სეზონში „რეალის" რიგებში უეფას ჩემპიონთა ლიგის თასი მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ხორვატიის ნაკრებთან ერთად ფინალამდე მივიდა. 33 წლის ფეხბურთელი „ოქროს ბურთის“ მიღებამდე დასახელდა ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ და ფიფას ვერსიითაც გახდა 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელი.

მოდრიჩმა 753 ქულა მოაგროვა და 277 ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ კრიშტიანუ რონალდუს. ლიონელ მესი კი ამჯერად მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა, 280 ქულით.

XS
SM
MD
LG