Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები სარაკეტო ხელშეკრულებაზე და ქერჩის სრუტეში დაპირისპირებაზე მსჯელობენ


დაპირისპირება შავ ზღვაში რუსეთსა და უკრაინას შორის, ასევე ცივი ომის პერიოდის შეთანხმება სარაკეტო სფეროში არის განხილვის თემები ბრიუსელში, სადაც ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და დიპლომატები შეიკრიბნენ. 4 დეკემბრის შეხვედრის წინ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოსთხოვა გაათავისუფლოს ცხრა დღის წინ ყირიმის სანაპიროსთან დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები და სამხედრო გემები. აშშ-ის ოფიციალური პირები ცდილობენ მოიპოვონ მომხრეეები რუსეთთან დაპირისპირებაში, რომ მოსკოვმა დარღვია 1987 წლის საშუალო სიშორის რაკეტების შესახებ ხელშეკრულება, როცა გამოცადა და განათავსა ამ ხელშეკრულებით აკრძალული რაკეტები. აშშ ევროპელ პარტნიორებს უზიარებს თავისი დაზვერვის დეტალურ მონაცემებს რუსეთის ქმედების შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, დან კოტსმა გასულ კვირაში პირველად წარმოადგინა მონაცემები სავარაუდოდ, რუსეთის მიერ მოწყობილი გამოცდის თაობაზე. მოსკოვი წლების განმავლობაში უარყოფდა დარღვევას, მაგრამ აღიარა იმ რაკეტების არსებობა, რომლებიც ვაშინგტონმა ამოიცნო. ოქტომბრებში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხელშეკრულებიდან შეიძლება გავიდეს. 4 დეკემბერს ალიანსი აგრეთვე უმასპინძლებს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გაფართოებულ შეხვედრას, რომელშიც ჩართული არიან საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები. რუსეთი ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ალიანსში გაწევრიანების მკაცრიწინააღმდეგი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG