Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ლიდერმა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება


ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ორივე ოკუპირებული რეგიონიდან. სტოლტენბერგი ამ მოწოდებით გამოვიდა 4 დეკემბერს ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ. ალიანსის ლიდერის განცხადებით, რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე საპასუხოდ, ნატომ ბოლო რამდენიმე წელიწადში მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი ყოფნა შავი ზღვის რეგიონში. მისივე თქმით, მინისტერიალზე დაადასტურეს ალიანსის მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს მიმართ და შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მუშაობა ნატოს წევრობისთვის საქართველოს მოსამზადებლად.

XS
SM
MD
LG