კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ადასტურებს, რომ საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ადგილად ქალაქი თელავი განიხილება. როგორც ქადაგიშვილმა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ინაუგურაციის მოწყობა ბატონის სასახლის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე იგეგმება. გუბერნატორის ინფორმაციით, ცერემონიის სამზადისზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა. საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.
ყველაზე პოპულარული
1