საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციების დროს შაბათს პოლიციამ 1400-ზე მეტი ადამიანი დააკავა. მათგან 970-ი პარიზში. ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქრისტოფერ კასტანერმა. მისივე ცნობით, 8 დეკემბერს მომხდარი ძალადობის შედეგად დაშავდა 118 დემონსტრანტი და სამართალდამცველი სტრუქტურების 17 თანამშრომელი.
ამასთან მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართულ ანტისამთავრობო დემონსტრაციებში 125 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. პარიზის ქუჩებში გამოსული დემონსტრანტების რაოდენობა 10 ათასს აღწევდა. შინაგან საქმეთა მინისტრი პირობას დებს, რომ პოლიცია წესრიგს აუცილებლობის შემთხვევაში კვირასაც დაიცავს.