Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპელმა სოციალ-დემოკრატებმა ფრანს ტიმერმანსს დაუჭირეს მხარი ევროკომისიის თავმჯდომარის პოსტზე


რფრანს ტიმერმანსი
რფრანს ტიმერმანსი

შაბათს ევროპელმა სოციალ-დემოკრატებმა ნიდერლანდების ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ფრანს ტიმერმანსი დაასახელეს თავიანთ ძირითად კანდიდატად ევროკომისიის თავმჯდომარის არჩევნებზე, რომელიც 2019 წელს გაიმართება. მის კანდიდატურას ევროპელი სოციალისტების ყრილობაზე ლისაბონში, მხარი დაუჭირა დელეგატების უმრავლესობამ. იუწყებიან, რომ ტიმერმანსს, რომელსაც ამჟამად ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი უჭირას, კონკურენტები არ ყოლია. მისმა ერთადერთმა პოტენციურმა მოწინააღმდეგემ, სლოვაკმა მაროშ შეფჩოვიჩმა მოხსნა საკუთარი კანდიდატურა. ამგვარად, 57 წლის ნიდერლანდელი დიპლომატი ევროკომისიის თავმჯდომარის პოსტზე დაუპირისპირდება კონსერვატორების კანდიდატს, გერმანელ მანფრედ ვებერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG