Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენიტენციურ სამსახურს ბადრაგთა მწვავე დეფიციტის შევსება სურს


საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ბადრაგთა მწვავე დეფიციტია, რის გამოც 85 ვაკანსიაზე ღია კონკურსი დაიწყო. განაცხადების მიღება 22 დეკემბრამდე გაგრძელდება. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სასამართლოები ბრალდებულთა საქმეებს ხშირად ვერ განიხილავენ სწორედ ბადრაგთა სიმცირის გამო. საბადრაგო სამმართველოს პენიტენციური დაწესებულებებიდან სხვადასხვა მიმართულებით დღეში გადაჰყავს 200 დან 220-მდე პატიმარი. იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის განმავლობაში, არასაკმარისი ადამიანური რესურსის და სატრანსპორტო საშუალებების გამო საბადრაგო სამმართველომ ვერ უზრუნველყო სასამართლოებში დღეში საშუალოდ 10-15 პატიმრის გადაყვანა. სასამართლო სისტემას დღეს მხოლოდ 63 ბადრაგი ემსახურება. ასევე, პრობლემურია საჭიროების შემთხვევაში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა გადაყვანა სამოქალაქო კლინიკებში და იქ სადღეღამისო მორიგეობა. იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საავადმყოფოებში განთავსებულია 10 პატიმარი, მათ დაცვას უზრუნველყოფს საბადრაგო სამმართველოს თბილისის I და II განყოფილების 30 თანამშრომელი. ამ განყოფილებებს სამოქალაქო საავადმყოფოებში მყოფი პატიმრების მეთვალყურეობისთვის ჰყავს სულ 121 თანამშრომელი. შესაბამისად, თუკი სამოქალაქო კლინიკაში მკურნალობა მეტ პატიმარს ესაჭიროება, იქმნება მწვავე საკადრო დეფიციტი.

XS
SM
MD
LG