Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებების დღესთან დაკავშირებით „ამნესტი ინტერნეიშნელმა“ ანგარიში გამოაქვეყნა


10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დღეა. 70 წლის წინ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ამ დღეს მიიღო ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია. ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნელს“ მოხსენებაში, რომლის გამოქვეყნება ამ დღისადმია მიძღვნილი, მოტანილი აქვს ადამიანის უფლებების დარღვევათა მრავალი შემთხვევა. მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გარდა მოხსენებაში გამოყოფილია რამდენიმე განსაკუთრებით აქტუალური პრობლემა, რომლებსაც, უფლებადამცველთა აზრით, გლობალური ხასიათი აქვს. ესაა ქალთა უფლებები, ბრძოლა უთანასწორობის წინააღმდეგ, იარაღით ვაჭრობა, ლტოლვილთა უფლებების დაცვა.

XS
SM
MD
LG