Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სესხების ჩამოწერის ვებსაიტი ჯერ კიდევ არ მუშაობს


ვებსაიტი Vali.ge, რომელზეც მოქალაქეებმა უნდა გადაამოწმონ გაუნულდათ თუ არა სესხი, ჯერ კიდევ არ მუშაობს. მისი გაშვება - როგორც პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დააანონსა - 18 საათზე იგეგმებოდა. ფონდ “ქართუ”-ში ამბობენ, რომ საიტი გაშვებულია, თუმცა დატვირთვის გამო შეფერხებით მუშაობს.

“საიტი გაშვებულია, სიები ატვირთულია, მაგრამ იმდენად ბევრმა ადამიანმა მიმართა ერთდროულად, რომ სერვერმა ვერ გაუძლო”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან “ქართუს” დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი.

ზუსტად როდის ამუშავდება საიტი, ამაზე ჩხეტიანს პასუხი არ აქვს, თუმცა ვარაუდობს, რომ მომხმარებელთა რაოდენობის შემცირების შემთხვევაში ვებსაიტი ჩვეულებრივად იმუშავებს:

“ჰაკერულ შეტევას ჰგავს, ისეთი მდგომარეობაა.”

Vali.ge შეიქმნა სესხების განულების ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მთავრობამ არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე დააანონსა. ინიციატივის თანახმად, მოქალაქეს ვადაგადაცილებული სტატუსის სესხი ჩამოეწერება, თუ მას აქვს ვალი, რომლის ძირი თანხაც 2 000 ლარს არ აღემატება, და სულ მცირე ერთი წელია, სესხის ნაწილი არ გადაუხდია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG