Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღუპული მოზარდის ოჯახი გამოძიების დროულ დასრულებას ითხოვს


სოფელ ქვემო ბოლნისში, 11 დეკემბერს გარდაცვლილი 13 წლის მოზარდის ისმაილ ბადალოვის ოჯახის წევრები გამოძიების დროულად ჩატარებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ. ოჯახის მტკიცებით, მათი შვილი ერთი თვის წინ, ბოლნისში, სახლში ნაცემი მივიდა, თავი სტკიოდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, ბავშვს სამედიცინო დახმარება სახლში აღმოუჩინეს, თუმცა ის მალევე კომაში ჩავარდა.

როგორც რადიო თავისუფლებას განუმარტეს შსს-ში, გამოძიება ერთი თვის წინ დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს. უწყების განცხადებით, ჩატარდა გამოკითხვა და საგამოძიებო მოქმედებები: „ამ ეტაპზე ცნობილია, რომ 13 წლის მოზარდს ეზოში თამაშისას ხელი ჰკრეს, წაიქცა, თუმცა, თამაში განაგრძო, მოგვიანებით კი ის შეუძლოდ გახდა. მიმდინარეობს გამოძიება“, - აცხადებენ შს სამინისტროში.

დაღუპული მოზარდის ცხედარს 11 დეკემბერს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა და ის სახლში გადაასვენეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG