Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იგეგმება თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზება


თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, იგეგმება თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზება. მისი თქმით, უკვე შერჩეულია პროექტი, რომელიც ესტონურმა კომპანიამ შექმნა, ამ ორი პროექტიდან ერთს კი მოსახლეობა ინტერნეტის მეშვეობით თავად შეარჩევს:

„გარდა მოდერნიზაციისა, პროექტი ითვალისწინებს ვიზიტორთა ცენტრის მოწყობას. პროექტის განხილვებში ჩართული იყო ჩვენი კულტურული საბჭო, სპეციალისტები, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი, ასევე არის შესაძლებლობა, მოეწყოს რესტორანი და ზემოდან შესაძლებელია იყოს გადმოსახედი, პანორამული. ვიზიტორთა ცენტრი გათვლილი იქნება დაახლოებით 300 000 დაინტერესებულ პირზე. 75 მეტრის სიმაღლეზე იქნება ეს ობიექტი, შესაძლებლობა გვექნება დავასაქმოთ დაახლოებით 50 ადამიანი. პროექტის განხორციელება დაახლოებით 10 მლნ ლარი დაჯდება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG