Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის ყოფილ ადვოკატს სასამართლო განაჩენს გამოუტანს


აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირად ადვოკატს 12 დეკემბერს სასამართლო განაჩენს გამოუტანს, მას შემდეგ, რაც მან აღიარა საგადასახადო და საბანკო მაქინაციებში მონაწილეობა და ასევე საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული ბრალდებები - რაც, პოტენციურად, თავად ტრამპსაც შეიძლება შეეხოს. მოსამართლე გადაწყვეტს მაიკლ კოენი უფრო ლმობიერ სასჯელს მიიღებს, თუ მას წლობით აღუკვეთავენ თავისუფლებას იმ დანაშაულთათვის, რომლებსაც ის თავად აღიარებს - მათ შორის კონგრესის წინაშე ტყუილის თქმისთვის წარსულში ტრამპის კავშირებზე რუსეთთან. ამერიკელი პროკურორები ამბობენ, რომ კოენმა სრულად არ ითანამშრომლა გამომძიებლებთან და სურთ მას მნიშვნელოვანი დროით მიესაჯოს პატიმრობა. კოენის საქმე ეხება პერიოდს, როცა ის ტრამპის ბიზნეს ორგანიზაციის მიერ იყო დაქირავებული. იმ დანაშაულებს შორის, რომლებიც მან აღიარა, არის ე.წ. "გასაჩუმებელი თანხების" გადახდა ქალებისთვის, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ტრამპთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონდათ. გასულ კვირაში ფედერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ეს კოენს 2016 წლის არჩევნებამდე ტრამპმა დაავალა. პროკურორები თვლიან, რომ ტრამპმა ამით დაარღვია კამპანიის დაფინანსების კანონი, რომლის თანახმადაც თანხები საჯარო უნდა იყოს და არ შეიძლება აჭარბებდეს 2700 დოლარს ერთ ადამიანზე. ტრამპი უარყოფს ბრალდებას. კოენის წინააღმდეგ საქმე ამოიზარდა უფრო ფართო გამოძიებიდან, რომელსაც საგანგებო პროკურორი, რობერტ მიულერი ატარებს რუსეთის წამომადგენლებსა და ტრამპის მოკავშირეებს შორის ურთიერთობის თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG