Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის ყოფილ ადვოკატს სამი წლით მიესაჯა პატიმრობა


აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილ ადვოკატს, მაიკლ კოენს სამი წლით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, 1.4 მილიონი დოლარის ოდენობის გადასახადებისთვის თავის არიდების და კონგრესის შეცდომაში შეყვანის გამო რუსებთან მისი მოლაპარაკებების შესახებ, რომელიც ეხებოდა მოსკოვში ტრამპის ცათამბრჯენის მშენებლობის პროექტს. განაჩენის გამოტანამდე კოენმა აღიარა საგადასახადო და საბანკო მაქინაციებში მონაწილეობა და ასევე საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული ბრალდებები, რაც შესაძლოა ტრამპსაც შეეხოს. დანაშაულები, რომლებიც კოენმა აღიარა, მოიცავს კონგრესისთვის ტყუილის თქმას წარსულში ტრამპის ბიზნეს მოქმედებებზე რუსეთში, ისევე, როგორც ე.წ. "გასაჩუმებელი თანხების" გადახდას ქალებისთვის, რომლებიც ამბობენ, რომ ტრამპთან ინტიმური კავშირი ჰქონდათ. ნიუ-იორკში მოსამართლე უილიამ პოულიმ კოენს 36 თვით მიუსაჯა პატიმრობა ამ თანხების გადახდისთვის, რამაც დაარღვია საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესი, და ორი თვით კონგრესის წინაშე მცდარი განცხადებების გაკეთებისთვის. ეს ორი განაჩენი პარალელურად აღსრულდება. კოენი 6 მარტს უნდა ჩაბარდეს სისტემას. 52 წლის კოენი სასამართლოზე ცოლთან, ვაჟიშვილთან და ქალიშვილთან ერთად მივიდა. ამერიკელი პროკურორები ამბობდნენ, რომ კოენმა სრულად არ ითანამშრომლა გამომძიებლებთან და სურდათ მისთვის მოსამართლეს მნიშვნელოვანი დროით მიესაჯა პატიმრობა. კოენის საქმე ეხება პერიოდს, როცა ის ტრამპის ბიზნეს ორგანიზაციის მიერ იყო დაქირავებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG