Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელორუსია არასოდეს იქნება რუსეთის ნაწილი


ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ მისი ქვეყანა არასოდეს გახდება რუსეთის ფედერაციის ნაწილი. „სუვერენიტეტი წმინდაა ბელორუსთათვის“, - განაცხადა ლუკაშენკომ 14 დეკემბერს მინსკში, რუს ჟურნალისტებთან საუბარში. ლუკაშენკო მოსკოვს ადანაშაულებს ენერგეტიკული ბერკეტის გამოყენებით რუსეთის შემადგენლობაში „ინკორპორირების“ მცდელობაში. ბელორუსია და რუსეთი გაერთიანებული არიან ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოში, რომელიც ძირითადად ქაღალდზე არსებობს. გავრცელებული ინფორმაციით, ბელორუსიის ლიდერი წინააღმდეგობას უწევს რუსეთს, რომელსაც ნატოს საზღვარზე მდებარე ბელორუსიაში სურს თავისი სამხედრო ძალების გაზრდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG