Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი გმირთა მემორიალთან ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე მივიდა


საქართველოს არჩეული პრეზიდენტი გმირთა მოედანსა და მთაწმინდის პანთეონში მოულოდნელად, მედიის წარმომადგენლების გარეშე მივიდა.
საქართველოს არჩეული პრეზიდენტი გმირთა მოედანსა და მთაწმინდის პანთეონში მოულოდნელად, მედიის წარმომადგენლების გარეშე მივიდა.

„საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე წმიდა ილია მართლის საფლავი მოილოცა და პატივი მიაგო მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალულ ღვაწლმოსილ ადამიანებს. დღესვე სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო”, - ამ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი გმირთა მოედანსა და მთაწმინდის პანთეონში მოულოდნელად, მედიის წარმომადგენლების გარეშე მივიდა. საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის მიხედვით, რომელიც განისაზღვრებოდა საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 სექტემბრის №386 ბრძანებით, არჩეული პრეზიდენტი ვალდებული იყო ფიცის დადების წინ მისულიყო მთაწმინდის პანთეონში ილია ჭავჭავაძის საფლავთან, თუმცა რამდენიმე დღის წინ გამოცემული ახალი ბრძანების მიხედვით, წესი შეიცვალა, რის გამოც პანთეონში მისვლა სავალდებულო აღარ არის. ოპოზიციის წარმომადგენლები გმირთა მოედანზე აქციის გამართვას 15 დეკემბრის საღამოდან აპირებდნენ, რათა 16 დეკემბერს, ინაუგურაციის დღეს არჩეული პრეზიდენტისათვის არ მიეცათ მემორიალის გვირგვინით შემკობის საშუალება.

XS
SM
MD
LG