Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერეკლე მეორის სასახლის ეზოში ჟურნალისტებს არ უშვებენ


ჟურნალისტებს არ უშვებენ ერეკლე მეორის სასახლის ეზოში, იქ სადაც პრეზიდენტის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება თელავიდან. მედიის წარმომადგენლებისთვის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ადგილია გამოყოფილი, სადაც დამონტაჟებულია დიდი ზომის მონიტორი. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა სივიწროვე დაასახელა მიზეზად, რის გამოც ტერიტორიაზე ჟურნალისტებს არ უშვებენ.

შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, კომენტარებისთვის მედიასთან რესპონდენტები თავად მიჰყავთ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის 150-მდე ჟურნალისტია აკრედიტებული. პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლის ეზოში, 15:00-ზე დაიწყება.

XS
SM
MD
LG