Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შს სამინისტროს მტკიცებით, ოპოზიციას ალტერნატივა შესთავაზეს


საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს შევთავაზეთ უსაფრთხო მარშრუტი, თბილისი-ყვარელი-თელავი, სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადის გამო, - იტყობინება შს სამინისტრო.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საპროტესტო აქციის მონაწილეებს შესთავაზა ასევე ალტერნატიული ტრანსპორტი, რომელიც ფეხით მოსიარულეთა თელავში უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფს. მიუხედავად პოლიციის მიერ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეთავაზებისა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა“, - ვკითხულობთ შს სამინისტროს განცხდებაში. ოპოზიცია ალტერნატივის შეთავაზებას უარყოფს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. საპროტესტო მსვლელობის და აქციების მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

XS
SM
MD
LG