Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძე თელავში ჩავიდა


„ნუ გამოგვიყვანენ მოთმინებიდან. „ქართული ოცნების“ ხიდან ჩამოცვენილი ლეღვები რომ ამბობენ, ცოტა ხალხი გამოდისო... ბევრი ხალხის ნახვა უნდათ?! ნახავენ ბევრ ხალხს“, - უთხრა ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც უკვე თელავში იმყოფება. ის არ აკონკრეტებს, თუ რომელი მარშრუტის გამოყენებით შეძლო მან თელავში ჩასვლა. დილიდან გადაკეტილი იყო გზები და ოპოზიციის წარმომადგენლებს გურჯანიის გავლით, თელავისკენ გადაადგილების საშუალება არ ეძლეოდათ.

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ წინასწარ გაცხადებული გეგმით, მასშტაბური საპროტესტო აქცია თელავის ცენტრში 14:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. თუმცა აქციის მონაწილეები ჯერ ისევ უშედეგოდ ცდილობენ პოლიციის მიერ მოწყობილი ბარიერების გადალახვას. დაპირისპირების ეპიცენტრი კვლავ გურჯაანშია. შს სამინისტრო აცხადებს, რომ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეზღუდვა უსაფრთხოების მიზნებს ემსახურება. ასეთი განმარტება მიუღებელია ოპოზიციისთვის.

XS
SM
MD
LG