გარდაიცვალა პატიმარი გიორგი ფასიეიშვილი, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობდა.
გიორგი ფასიეიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა სპეციალური პენიტენციური სამსახურმა. განცხადების თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების დღიდან ბრალდებული დაწესებულების მედპერსონალის მუდმივი ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა და სათანადო სამედიცინო მომსახურებით იყო უზრუნველყოფილი, თუმცა სპეციალური პენიტენციური სამსახურის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ბრალდებული უარს აცხადებდა სამსახურის მიერ მისთვის შეთავაზებულ დახმარებაზე, არ ღებულობდა მედიკამენტებს და არ აძლევდა საშუალებას მედპერსონალს, რომ მისთვის სათანადო გამოკვლევები ჩაეტარებინათ.
1983 წელს დაბადებული გიორგი ფასიეიშვილი მიმდინარე წლის 31 ივლისს დააკავეს, ხოლო 1 აგვისტოს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იქნა მოთავსებული.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანახმად, მიმდინარე წლის სექტემბრიდან სისუსტის გამო, გიორგი ფასიეიშვილი ხუთჯერ იყო ჰოსპიტალიზებული N8 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 (სამკურნალო) დაწესებულებაში, სადაც უარს აცხადებდა სამედიცინო დახმარებაზე და ისევ N8 დაწესებულებაში დაბრუნებას მოითხოვდა.17 დეკემბერს იგი ღუდუშაურის საავადმყოფოს თერაპიულ განყოფილებაში გარდაიცვალა.