რუსეთის პარლამენტის წევრებმა განმარტება მოითხოვეს მედიის მიერ გავრცელებული ცნობების თაობაზე, რომელთა თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვს განუცხადებია, რომ მოსკოვმა შეიძლება იაპონიას გადასცეს კურილის სადავო ტერიტორიის ორი კუნძული. კომუნისტური პარტიის წევრმა, დეპუტატმა, ნიკოლაი ხარიტონოვმა, 18 დეკემბერს მიმართა პარლამენტის სპიკერს, ვიაჩესლავ ვოლოდინს, მოიწვიოს სერგეი ლავროვი, რათა ახსნას მთავრობის პოზიცია. ვოლოდინმა თავის მოადგილეს დაავალა ლავროვის დუმაში მიწვევა. საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ დაიკავა ჰოკაიდოს ოთხი კუნძული და ამის გამო, მას შემდეგ, საბჭოთა კავშირსა და იაპონიას შორის არ დადებულა სამშვიდობო შეთანხმება. რუსეთი კუნძულებს სამხრეთ კურილებს უწოდებს. იაპონიისთვის ის ჩრდილოეთის ტერიტორიაა. 17 დეკემბერს, „კომსომოლსაკია პრავდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვმა შეიძლება გადასცეს იაპონიას ორი პატარა კუნძული, შიკოტანი და მცირე კუნძულების ჯგუფი, სახელწოდებით, ჰაბომაი, თუ ტოკიო აღიარებს მეორე მსოფლიო ომის შედეგებს. თუმცა, ლავროვის თანახმად, იაპონია ამას ჯერ არ აპირებს.
ყველაზე პოპულარული
1