Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი მუსიკოსი ბორის გრებენშჩიკოვი შეუერთდა უფლებადამცველ ტიტიევის მხარდამჭერ ინიციატივას


2018 წლის ნოემბერი: "მემორიალის" ჩეჩნეთის განყოფილების ხელმძღვანელი, ოიუბ ტიტიევი
2018 წლის ნოემბერი: "მემორიალის" ჩეჩნეთის განყოფილების ხელმძღვანელი, ოიუბ ტიტიევი

ცნობილი რუსი როკ-მუსიკოსი, ჯგუფ „აკვარიუმის“ ლიდერი ბორის გრებენშჩიკოვი შეუერთდა ჩეჩენი უფლებადამცველის, ოიუბ ტიტიევის მხარდამჭერ ინიციატივას, რომლითაც ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნლი“ გამოდის.

მუსიკოსი ტიტიევს უსურვებს „ძალასა და მოთმინებას“ და გამოთქვას რწმენას, რომ „სინათლე წყვდიადზე იმარჯვებს“. „ამნესტის“ ინფორმაციით, გრებენშჩიკოვმა წერილი გააგზავნა ჩეჩნეთში, საგამოძიებო იზოლატორში, რომელშიც ტიტიევი იმყოფება.

„ამნესტი ინტერნეიშნლი“ მთელი წელია, ატარებს უფლებადამცველ ცენტრ „მემორიალის“ ჩეჩნეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ოიუბ ტიტიევის მხარდამჭერ კამპანიას. 160 ათასი ხელმოწერა მოგროვდა პეტიციაზე ტიტიევისა და ვოლგოგრადელი უფლებადამცველის, იგორ ნაგავკინის გათავისუფლების, ისევე როგორც კრასნოდარელ აქტივისტ ანდრეი რუდომახაზე თავდასხმის გამოძიების მოთხოვნით.

სამ კვირაში მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას 26 ოქტომბერს გადასცეს მოგროვებული ხელმოწერები, ნაგავკინი გათავისუფლებულ იქნა. მან ორი წელი დაჰყო საგამოძიებო იზოლატორში. ხოლო ტიტიევი 9 იანვარს დააკავეს ჩეჩნეთში ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით. უფლებადამცველი ბრალდებას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG