შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 19 დეკემბერს თბილისში დააკავეს ველისციხის ინციდეტის მონაწილე, 1960 წელს დაბადებული ქ.მ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ მან 16 დეკემბერს, სოფელ ველისციხესთან პოლიციის ავტომანქანა დააზიანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტში მონაწილე ქ.მ. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.