Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურჯაანის სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები იკრიბებიან


გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები იკრიბებიან. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება გურჯაანიდან, სასამართლოსთან მივიდნენ „ევროპული საქართველოს“ ლიდერებიც. სასამართლო დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. არსებული ინფორმაციით, პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს. გაერთიანებული ოპოზიცია დავით კირკიტაძის დაკავებას აქციით აპროტესტებს. გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 20 დეკემბერს, დილის 09:00 საათიდან გურჯაანის რამდენიმე ქუჩაა გადაკეტილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, აქციის დასრულებისთანავე აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა სრულად აღდგება.

XS
SM
MD
LG