Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე: არც ევროპასთან და არც ნატოსთან არასდროს ყოფილა საქართველო ასე ახლოს


საქართველოს პრემიერ მინისტრი წლიურ ანგარიშში საქართველოს საგარეო პოლიტიკის აქცენტებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ 2018 წელი ამ მხრივ, განსაკუთრებით ნაყოფიერი გამოდგა. მათ შორის, ის ხაზს უსვამს ნატო-საქართველოსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავების საკითხს: „განსაკუთრებული იყო 2018 წელი ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ აღინიშნა სამიტზე, რომ საქართველო ასრულებს ყველა კრიტერიუმს და საქართველოს აქვს ყველა მექანიზმი, რომ იყოს წარმატებული. ვფიქრობ, რომ ამ მხრივ, 2019 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. საქართველო არც ევროპასთან და არც ნატოსთან არასდროს ყოფილა ასე ახლოს. ეს არის ძალიან დიდი წარმატება. ამავე დროს, არასდროს ყოფილა ურთიერთობები ასეთი ყოვლისმომცველი ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან. რამდენიმე დღის წინ, მართლაც ისტორიული დოკუმენტი მომზადდა კონგრესში, სადაც ასახულია, ფაქტობრივად, ყველა გამოწვევა, რომელიც დღეს დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. არის ძალიან კონკრეტული მხარდაჭერის გზავნილები. ამავე დროს, მინდა ხაზი გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან ურთიერთობებს გერმანიასთან, რომელიც ახალ ეტაპზე ავიდა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის შემდეგ. გერმანია კიდევ უფრო აქტიურად ერთვება ჩვენს რეგიონალურ პოლიტიკაში და გვაქვს კონკრეტული ეკონომიკური პროექტები, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ეს ურთიერთობები“.

XS
SM
MD
LG