რუსეთის რეგიონის, ჩეჩნეთის ხელისუფლება მიმართავს წამებას, ხალხის გატაცებას, გაუსამართლებლად დასჯას და სხვა, ადამიანის უფლებების „ძალიან სერიოზულ", დარღვევას, წერენ ეუთოს ექსპერტები მათ ანგარიშში.
ფაქტების დამდგენi ანგარიში, რომელიც ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევას შეეხება, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა 20 დეკემბერს. მისი ავტორების თანახმად, მსხვერპლი მოიცავს, ლესბოსელთა, გეების, ბისექსუალების, ასევე ტრანსგენდერების თემის წარმომადგენლებს, ისევე, როგორც უფლება დაცვის აქტივისტებს, ადვოკატებს, დამოუკიდებელი მედიის თანამშრომლებს და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. ავტორები გახდნენ ჟურნალისტების და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების „დაშინების კლიმატის“ და „დაუსჯელობის ატმოსფეროს“ შემსწრე.
ანგარიში კრიტიკულია რუსეთის ხელისუფლების მიმართ. დოკუმენტის ავტორები თვლიან, რომ ჩეჩნეთი „განიხილება როგორც საგანგებო შემთხვევა, გამონაკლისი, სადაც დაუსჯელობის მიმართ შემგუებლობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს იმისთვის, რომ სტაბილურობა შენარჩუნდეს“. ანგარიში მოუწოდებს რუსეთს, უზრუნველყოს, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლებმა მთლიანად დაიცვან შიდასახელმწიფოებრივი უფლებადაცვით ნორმები და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ვალდებულებები. ანგარიშის ავტორები ასევე მოუწოდებენ რუსეთის ხელისუფლებას გამოძიებულ იქნეს კონკრეტული შემთხვევები.
თავის განცხადებაში აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმა ეუთოს ანგარიშს და მოუწოდა რუსეთს, დაიცვას ადამიანის უფლებები თავის საზღვრებში. ანგარიში შედეგია ინიციატივისა, რომელის უკან დგანან აშშ და ეუთოს სხვა 15 წევრი ქვეყანა, რომლებმაც გამოიყენეს დიპლომატიური ინსტრუმენტი, „ე.წ მოსკოვის მექანიზმი". ის საშუალებას აძლევს ეუთოს დაიწყოს გამოძიება, თუ რომელიმე წევრ ქვეყანაში სერიოზული საფრთხე ექმნება ეუთოს დებულებების შესრულებას. ამგვარი გამოძიების დაწყება შეიძლება ორგანიზაციაში კონსენსუსის გარეშე და ეუთოს ხელმძღვანელობის, ინსტიტუტების, შესაბამისი ქვეყნის აღმასრულებელი უწყებებისგან დამოუკიდებლად, თუ მას სულ მცირე, ცხრა სახელმწიფო ემხრობა.