90 წლის ქალი დაიღუპა თბილისში ხანძრის შედეგად. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე მდებარე ბინაში. ცეცხლს 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი აქრობდა. ამავე სამსახურის ცნობით, დაიწვა 60 კვ.მ. ფართობი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ყველაზე პოპულარული
1