ტოჩინოშინის მეტსახელით ცნობილი ქართველი სეკიტორი ლევან გორგაძე 2019 წლის პირველ ბაშოს დასავლეთის მეორე ოძეკის რანგში ჩაატარებს. პროფესიული სუმოს ასოციაციამ ტრადიციული რეიტინგი - ბანძუკე - გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე გორგაძემ ოძეკის წოდება შეინარჩუნა. ტოჩინოშინის გარდა, სუმოს იერარქიის მეორე საფეხურზე ადგილს იკავებენ ტაკაიაშუ და გოეიდო, მათზე მაღლა კი სამი იოკოძუნა დგას: ჰაკუჰო, კაკურიუ და კისენოსატო.
ლევან გორგაძემ გასული სეზონის ბოლო სუპერტურნირი მინიმალური დადებითი ბალანსით (8:7) დაასრულა და ოძეკის წოდების შენარჩუნებაც მაშინვე გაინაღდა. მომავალი წლის პირველი ბაშო კი 13-27 იანვარს გაიმართება ტოკიოს „კოკუგიკანის“ სუმოს სასახლეში.