Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთს „მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი“ გადალახოს ევფრატის აღმოსავლეთ ნაწილი სირიაში


თურქული ტანკი სირიის საზღვართან
თურქული ტანკი სირიის საზღვართან

თურქეთი აცხადებს, რომ „მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი“, რაც შეიძლება სწრაფად გადალახოს მდინარე ევფრატის აღმოსავლეთი ნაწილი ჩრდილოეთ სირიაში. ანკარას ამ განზრახვის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ 25 დეკემბერს განაცხადა. ერთი დღით ადრე კი თურქეთმა დამატებითი ძალა გადაისროლა სირიის საზღვართან. „როცა თურქეთი აცხადებს, რომ შევა სირიაში, ეს ასეც იქნება“, - განუცხადა ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებს. თურქეთმა დეკემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ ახალ სამხედრო ოპერაციას წამოიწყებს აღნიშნულ არეალში. გასულ კვირაში, აშშ-ის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ამერიკული სამხედრო ძალის სირიიდან გასვლის შესახებ. თუმცა, ეს არ მოხდება ერთაბაშად და გასვლა კოორდინირებული იქნება თურქეთთან, დასძინა დონალდ ტრამპმა, რითაც მიანიშნა ანკარას, რომ გადადოს სამხედრო ოპერაცია სირიიდან ამერიკული ქვედანაყოფების სრულ გასვლამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG