Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად გამსახურდიას შვილებმა შიმშილობა შეწყვიტეს


მთავარ პროკურატურაში გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძესთან შეხვედრის შემდეგ პირველი პრეზიდენტის ვაჟმა ცოტნე გამსახურდიამ განაცხადა, რომ ის წყვეტს შიმშილობას, რადგან ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნება, რომელსაც თავად შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს.

„თადუმაძე შეგვპირდა, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა ეს ჯგუფი შეიქმნას. შემდეგი სამუშაო შეხვედრა იანვრის ბოლოს დავგეგმეთ. მთავარი პროკურორის სიტყვები იმის გარანტიაა, რომ ეს ყველაფერი შესრულდება. ამიტომ, მე ვწყვეტ შიმშილობას",- განაცხადა გამსახურდიამ.

XS
SM
MD
LG