Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფიო კილაძე: ეკა ბესელიას თანამდებობიდან წასვლაზე ჟურნალისტები 2-3 თვის წინ მეკითხებოდნენ


სოფიო კილაძე
სოფიო კილაძე

"ეკა ბესელიას თანამდებობიდან წასვლის თემაზე ჟურნალისტები 2-3 თვის წინ მეკითხებოდნენ და რატომ ხდება ამ საკითხის დაკავშირება მოსამართლეების თემასთან, ეს ყოვლად გაუგებარია. გაუგებარი კი არა გასაგებია უფრო მეტად, რადგან ძალიან ნათლად ჩანს, თუ რა დგას ამ ყველაფრის უკან,“-თქვა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. სხდომაზე, რომელსაც ეკა ბესელია უძღვებოდა, სოფიო კილაძემ განაცხადა ისიც, რომ კომიტეტის თავმჯდომარე დეპუტატებს რიგის მიხედვით ლაპარაკის საშუალებას არ აძლევს და ამიტომ მისთვის გასაგებია, რატომ დატოვა იურიდიული კომიტეტი სალომე სამადაშვილმა. სოფიო კილაძის თქმით, გაუგებარია რატომ უკავშირდება ბესელიას თანამდებობის დატოვება მოსამართლეების თემას:

„მგონია, რომ ხდება ხალხის შეცდომაში შეყვანა. მოსამართლეების თემას რაც შეეხება, ჩვენ არ გვიმსჯელია გუნდში, არავითარი გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ჩვენ ეს საკითხები არ განგვიხილია. რატომ ხდება იმის ისე წარმოჩენა, რომ თითქოს ჩვენ რაღაც გადაწყვეტილება მივიღეთ და ამ გადაწყვეტილებას თითქოს ვაპარებთ საზოგადოებას? ეს არის აბსოლუტური ტყუილი. ყოველ შემთხვევაში მე არ დავსწრებივარ უმრავლესობის იმ სხდომას, სადაც ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული“,-აღნიშნა სოფიო კილაძემ. მან კომიტეტის სხდომა ეკა ბესელიას კრიტიკული განცხადებების პასუხად დატოვა.

XS
SM
MD
LG