Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალურ ქსელში გაჟონა რუსეთში მომუშავე BBC-ის თანამშრომლების ვინაობამ


რუსეთში მომუშავე ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ს თანამშრომლეთა ვინაობამ. სულ 44 კაცის სია გამოქვეყნდა სოციალურ სივრცეში მას შემდეგ, რაც რუსეთში მედიის მარეგულირებელმა უწყებამ, „როსკომნადზორმა“ განაცხადა, რომ შეისწავლის „ბიბისის“ მსოფლიო ახალი ამბების არხისა და მისი ვებგვერდის მუშაობის კანონიერებას რუსეთის ტერიტორიაზე. ჟურნალისტების 44-კაციანი სია, რომელთა უმრავლესობა ეროვნებით რუსია, სოციალურ ქსელში „ვ კონტაქტე“ გაავრცელა ჯგუფმა, სახელწოდებით „დედა რუსეთისათვის“. ამ გაჟონვამდე რამდენიმე დღით ადრე „ტაიმსში“ გამოქვეყნდა იმ რვა ჟურნალისტისა და ფოტოგრაფის სახელები, რომლებიც კრემლის მიერ დაფინანსებული „სპუტნიკის“ ედინბურგის ბიუროში მუშაობენ. ლონდონში მდებარე რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ ამ ნაბიჯს „საკადრის პასუხს“ გასცემს.

XS
SM
MD
LG