Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმცირესობა უმრავლესობას აკისრებს პასუხისმგებლობას მურუსიძის უვადო მოსამართლეობაზე


ოთარ კახიძე
ოთარ კახიძე

საპარლამენტო უმცირესობა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის გადაწყვეტილების პირდაპირ შედეგად აფასებს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესებას. "ამ გადაწყვეტილებას ხმა მისცა არა მხოლოდ სასამართლოს მმართველი ჯგუფის მოსამართლე წევრებმა საბჭოსი, არამედ "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დამტკიცებულმა​ სამმა არამოსამართლე წევრმა, ბატონებმა გზირიშვილმა, ქადაგიძემ და ხარებავამ“ - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარალმენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციის, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ. მისი შეფასებით, მურუსიძის დანიშვნა არის ბიძინა ივანიშვილის მიერ სასამართლოს მმართველ ჯგუფთან გაფორმებული კონტრაქტის პირდაპირი შედეგი და ასევე, "ქართული ოცნების" უმრავლესობის პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების პირდაპირი შედეგი. ოთარ კახიძემ მთავრობას მოუწოდა, პოლიტიკური კეკლუცობის და პოლიტიკური ფარისევლობის გვერდზე გადადებით დაიწყოს რეალური ნაბიჯების გადადგმა, თუ მართლა აღელვებს სასამართლოს დამოუკიდებლობა. 27 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 11 ხმით დაუჭირა მხარი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესებას.

XS
SM
MD
LG