რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ მოსკოვში დააკავეს ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ამერიკელი. მის ვინაობად პოლ ვილნს ასახელებენ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასმა“ 31 დეკემბერს გაავრცელა ცნობა, რომ უშიშროების სამსახურის განცხადებით,შეერთებული შტატების მოქალაქე 28 დეკემბერს იქნა დაკავებული. ასევე „ტასის“ ინფორმაციით, დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ამერიკელს 10-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
30 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელი კოლეგისათვის საახალწლოდ გაგზავნილ წერილში დაადასტურა მოსკოვის მზადყოფნა ვაშინგტონთან დიალოგისათვის.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაძაბული რჩება რამდენიმე პრობლემის, მათ შორის სირიისა და უკრაინის ომებში რუსეთის როლის გამო.