საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის დეკემბერში ნოემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ შეადგინა 0,5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონე 1,5%-ით განისაზღვრა. 2018 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2,3%-იანი მატება, რაც 0,69 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.
ფასები გაიზარდა პურსა და პურპროდუქტებზე (5,9%), ბოსტნეული და ბაღჩეული (5,6%), რძე, ყველი და კვერცხი (2,8%), თევზეული (2,4%) და ხილი და ყურძენი (1,7%). ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე (-1,6%) და ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე (-1,0%). სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებითვე, ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0,6%-იანი კლება, რაც დეკემბრისინფლაციაზე -0,07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-0,9%). ავეჯის, საოჯახო ნივთების და სახლის მოვლის ჯგუფში ფასები შემცირდა 1%-ით და მისმა წვლილმა დეკემბრისინფლაციაში -0,06 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა ძირითადი ელექტრონული ან არაელექტრონული საოჯახო მოწყობილობების ქვეჯგუფზე (-2,3%).
რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე აისახა 0,52 პროცენტული პუნქტით. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (11,1%), პური და პურპროდუქტები (8,8%) და ხორცი და ხორცის პროდუქტები (4,5%). ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-17,5%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-4,3%) და ბოსტნეული და ბაღჩეული (-3,2%).