Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა სარალიძე და ირმა სიმონიშვილი ვაკე-საბურთალოს პოლიციაში იმყოფებიან


ზაზა სარალიძე და ირმა სიმონიშვილი
ზაზა სარალიძე და ირმა სიმონიშვილი

ვაკე-საბურთალოს პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, „შვილმოკლული მამების“ აქციის ერთ-ერთი მონაწილე ირმა სიმონიშვილი და ადვოკატი ნესტან ლონდარიძე. მათ ცოტა ხნის წინ ვაკე-საბურთალოს პოლიციაში წერილობითი განცხადება შეიტანეს და 3 იანვარს პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე რეაგირება მოითხოვეს. მათი განმარტებით, 3 იანვარს აქციის მონაწილეებთან მივიდა ვაკე-საბურთალოს პოლიციის წარმომადგენელი, რომელმაც ზაზა სარალიძეს, მის ძმას, მალხაზ მაჩალიკაშვილს, ირმა სიმონიშვილს და ნუგზარ კუჭაშვილს განუცხადა, რომ 11 სექტემბრის,კარვის პირველად გაშლის მცდელობის, ფაქტთან დაკავშირებით, ხულიგნობისთვის პასუხი მოეთხოვებოდათ:

„გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება შემოვიტანეთ პოლიციაში. ვითხოვთ აღნიშნულზე რეაგირებას და იმის გარკვევას, თუ რატომ იმყოფებოდა ეს პიროვნება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და რატომ განხორციელდა მის მიერ მუქარა. დეტალური ინფორმაცია იმაზე, რა საქმე მიმდინარეობს ვერ მოგვაწოდეს. ეჭვით არის დადასტურებული, რომ მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა ჯერ-ჯერობით ჩვენთვის უცნობია, რა ფაქტთან დაკავშირებით. გუშინ კი განაცხადეს, რომ ეს იყო 11 სექტემბრის ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა ეს მხოლოდ მისი განცხადებაა და არ წარუდგენია არც ვინაობა და სამსახურებრივი მოწმობა,“-განაცხადა ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ.

ზაზა სარალიძის განმარტებით კი პოლიციელი, რომელმაც აქციის მონაწილეებს ხულიგნობაში დასდო ბრალი, იყო ვაკე-საბურთალოს საპატრულო პოლიციის განყოფილების უფროსი გიორგი გადელია. ზაზა სარალიძე ვარაუდობს, რომ მუქარის მიზანი პოლიცილეზე თავდასხმის ბრალდებით მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მოწმეებზე ზეწოლაა.

XS
SM
MD
LG