ავღანეთის ხელისუფლების თანახმად, სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ოქროს მაღაროს ჩამონგრევის შედეგად. ბადახშანის პროვინციის პოლიციის წარმომადგენლის, სანაულა როჰანის თქმით, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაშავდა 6 იანვრის ინციდენტისას. კოჰისტანის ოლქის გუბერნატორის, მოჰამად რუსტამის თქმით, ადგილობრივი მაცხოვრებლები ექსკავატორს იყენებდნენ ახლომდებარე მდინარის მახლობლად, როცა თვითნაკეთი მაღარო ჩაინგრა. დაზარალებულები იყვნენ სოფლელები, რომლებიც უკანონოდ მოიპოვებდნენ ოქროს, განაცხადა ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელმა ნიკ მოჰამად ნაზარიმ. პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ განკარგულება გასცა, სასწრაფო დახმარება აღმოუჩინონ მსხვერპლთ და დაეხმარონ იმათ, ვინც შესაძლოა ჯერ კიდევ დამარხული იყოს მიწაში. მადნეულის უკანონო მოპოვება გავრცელებულია ბუნებრივი წიაღისეულით მდიდარ ავღანეთში. ქვეყნის მინერალების უდიდესი ნაწილი აუთვისებელია თალიბებთან მიმდინარე კონფლიქტის გამო.
ავღანეთში სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა ოქროს მაღაროს ჩამონგრევის შედეგად

ყველაზე პოპულარული
1