Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შობის დღესასწაული განსაკუთრებით ემიგრანტებს მიულოცა


მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს. სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ განსაკუთრებით ულოცავს ქართველ ემიგრანტებს. "პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები განათლებაზე, ჩვენს ახალგაზრდებზე, მოზარდებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, სამშობლოს სიყვარულზე, იმ გამოწვევებზე, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს გვაწუხებს. შობის დღესასწაული იმედის, სიყვარულის, სათნოების სიმბოლოა და მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ყველას" - უთხრა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

XS
SM
MD
LG